ბექა ოდიშარია - პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? - მოიკითხეთ, აბა! დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ? ადგნენ და წაბრძანდნენ!

პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? - მოიკითხეთ, აბა! დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ? ადგნენ და წაბრძანდნენ! - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სტრასბურგში პრეზიდენტთან ერთად სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ქალი დეპუტატების ვიზიტიც იგეგმებოდა.

ოდიშარია აცხადებს, რომ დეპუტატები სადაც უნდათ იქ დადიან და სტრასბურგშიც შეეძლოთ წასულიყვნენ.

„წასულიყვნენ, 17- ში არ არის? ვერ გავიგე პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? - მოიკითხეთ აბა. დეპუტატებს ნებართვა ხომ არ სჭირდებათ მთავრობის? ადგნენ, ჩემო ბატონო და წაბრძანდნენ. აგერ, „ვიკენდებზე“ დადიან ჩაშალეს კომისიის შექმნის საკითხი. როცა უნდათ, სადაც უნდათ იქ მიბრძანდებიან ქალიც და კაციც და რას წუხან, ვერ გავიგე“,- განაცხადა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტის და მისი დელეგაციის გამგზავრებაში ხელოვნურად ხელი არავის შეუშლია.

„შესაფასებელიც არაფერი გახლავთ, როცა წერილი შედის კონკრეტულ თარიღში და მეორე დღესვე ხდება პასუხის გაცემა, მით უმეტეს დადებითის, ფაქტები თავისთავად მეტყველებს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ხელი არავის შეუშლია ხელოვნურად ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტისთვის და თანმხლები პირებისთვის, ვგულისხმობ დელეგაციას, რომ გამგზავრებულიყვნენ და მიეღოთ შესაბამის პლატფორმაში მონაწილეობა“,- განაცხადა ოდიშარიამ.

არსებული ინფორმაციით, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა დაადასტურა სტრასბურგში პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების გამგზავრებაც იგეგმებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგში მისი გამოსვლა მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ინფორმაცია რომ ხელოვნურად გააჭიანურეს თანხმობის მიცემის პროცესი სინამდვილეს არ შეესაბამება. მათივე ცნობით, ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო