ზურაბ ჩხაიძე - კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა ნორმის ქვემოთაა - აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა

კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა არის ნორმის ქვემოთ - აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა, - ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო პერიოდის განმავლობაში დინამიკაში განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა.

„ჩვენ გაკეთებული გვქონდა მძიმე მეტალების შესახებ კვლევა მაისში. მისი ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე, ეს კვლევის პაკეტში შედიოდა. ეს გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაღაცა ეჭვი იყო მიტანილი ინტოქსიკაციაზე, თუ ასე შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ეს კვლევის პაკეტში შედიოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა გადამოწმება. ამას მოითხოვს პროტოკოლი, რომ მოხდეს ლაბორატორიული კვლევის შედეგების მონიტორინგი და შესაბამისად, ჩვენს მიერ იქნა შესრულებული ეს კვლევა. გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და ჩვენ მივიღეთ იქიდან შესაბამისი დასკვნა, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ. აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილ“ა, - განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად კვლავ სიმპტომურ მკურნალობაზე იმყოფება და კლინიკის მიერ შეთავაზებული მკურნალობა ნაკლებად სრულდება.

„პერიოდულად, დღის განმავლობაში ტემპერატურული რეაქცია აღენიშნება, მაგრამ ძირითადად, მაინც ნორმის ფარგლებში რჩება. კვებას რაც შეეხება, გრძელდება ისევ 400-500 კილოკალორიის ფარგლებში და სხვა განსაკუთრებული არაფერი“ა, - განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეეხება სტრასბურგში გასაგზავნ საჩივარს, როგორც ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, იუსტიციის სამინისტროს კლინიკისთვის რაიმე დამატებითი კვლევა არ მოუთხოვია.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ