გიორგი ბოტკოველი - დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც უკრაინაში იბრძვის იცის, რომ ეს ბრძოლის ხაზი გადის საქართველოზეც და იქ დაღვრილი სისხლი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც იქნება

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც უკრაინაში იბრძვის იცის, რომ ეს ბრძოლის ხაზი გადის საქართველოზეც და იქ დაღვრილი სისხლი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს, მიხეილ მაზანაშვილს საქართველოში ჩამოსვენების დროს განაცხადა.

ბოტკოველმა უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„სამწუხაროა, რომ ორ დღეში უკვე მეორე დაღუპული ჩამოასვენეს. სამწუხაროდ, კიდევ არიან ის ვაჟკაცები, რომლებიც დაიღუპნენ ბრძოლის ველზე და მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო და ვუთხრა, რომ მათი წევრის თავდადება არ ჩაივლის ასე და თითოეული ქართველისთვის გახდება სამაგალითო. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც უკრაინაში იბრძვის იცის, რომ ეს ბრძოლის ხაზი გადის საქართველოზეც და იქ დაღვრილი სისხლი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც იქნება“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან, წინა ხაზზე ინტენსიური ბრძოლისას სავარაუდოდ, ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მაზანაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წლების განმავლობაში მსახურობდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი უკრაინაში იბრძოდა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება