დიმიტრი მედვედევი - როგორც კი აშშ-დან და ევროპიდან უკრაინის დაფინანსება დასრულდება, თავად უკრაინაც დასრულდება

როგორც კი უკრაინის მიმართ დასავლური დაფინანსება დასრულდება, თავად უკრაინაც დასრულდება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რითაც ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და როგორც კი აშშ და ევროპა მას დაფინანსებას შეუწყვეტენ, ომი დასრულდება.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა. როგორც კი დასრულდება აშშ-დან და ევროპიდან დაფინანსება, ომი დასრულდება. ყოჩაღ, თამამი და სწორი პოზიციაა ევროპელი პოლიტიკოსისთვის. მხოლოდ იმის დამატება შეიძლება, რომ როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება“, - აღნიშნა მედვედევმა და დასძინა, რომ „უკრაინა არავის სჭირდება“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი