საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ხუციშვილმა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ფონდის მიერ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები მიმოიხილეს.