ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკაიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გამართული შეხვედრისას, ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბარი იმ პროექტების მიმდინარეობას შეეხო, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერად ახორციელებს.

„აღსანიშნავია, რომ EIB საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა EIB-ის ჩართულობას კერძო სექტორის გაძლიერების კუთხით.

შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე, მირზა გელაშვილი და ეკატერინე გუნცაძე დაესწრნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი