აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ტრადიციულად, ოჯახთან ერთად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბავშვთა თავშესაფარს „კიდევაც დაიზრდებიან“ ესტუმრა. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, თავმჯდომარემ ბავშვებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მათივე ცნობით, ღონისძიებაში აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე მონაწილეობდა.
„აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ლომისის წმინდა გიორგის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადაეცა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.