„ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით „ქართველების გარუსების პოლიტიკა გალში" გაიმართა

„ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, კამპანია "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" ფარგლებში, „დედაენის ბარში“ ღონისძიება "ქართველების გარუსების პოლიტიკა გალში" გაიმართა, სადაც გალის მკვიდრმა ქართველებმა ისაუბრეს, თუ როგორ ცდილობს კრემლი მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით ქართველი მოსახლეობის გარუსებას, მათთვის მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვით, ხშირ შემთხვევაში კი, სრულად აკრძალვით. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მთლიანად ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყველა ზონაში ცხინვალის რეგიონშიც, მაგრამ განსაკუთრებით გალში, წლებია არის და ბოლო პერიოდში ხარისხობრივად უარესდება კიდევ უფრო ღია, ამაზრზენი აპარტეიდის ტიპის ეთნიკური ქართველების შევიწროების პოლიტიკა - ენის გამოყენებით, მათი დამცირებით და იძულებითი რუსიფიკაციის პროცესით.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ დაინახოს თუ რა ბედი ელის ყველა პოლიტიკურ სივრცეს, სადაც რუსეთი პოლიტიკურ კონტროლს მოიპოვებს, "განსაკუთრებით მაშინ, როცა გვყავს პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი, რომელიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა".

"ეს ამ კონტექსტის გარეშეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, როცა გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება, რომ ეს მომენტი გამოვიყენოთ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ამ პრობლემის წინ წამოსაწევად და რუსეთისთვის დამატებითი პრობლემის შესაქმნელად, ასევე ადგილზე უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ იმ მოქალაქეებმა მიტოვებულად არ იგრძნონ თავი. მე არ ვიძახი, რომ ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია დეოკუპაციის გარეშე, ეს შეუძლებელია, მხოლოდ სრული დეოკუპაცია მოხსნის ამ პრობლემას, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ჩვენ რომ არ გვყავდეს პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი, მისგან უნდა მოველოდეთ ამ საკითხზე რეალურ რეაგირებას.

მაგალითი, რომ მოგიყვანოთ ღარიბაშვილის ბოლო ორი გამოსვლისას გაეროში, ოთხოზორია-ტატუნაშვილის გვარებსაც აღარ ახსენებენ, მხოლოდ გვარის ხსენებაც საკმარისი არაა, თუ სწორ კონტექსტში არ ჩასვი და კამპანია არ აწარმოე ამ ამაზრზენ მკვლელობებზე, მაგრამ როცა გვარსაც აღარ ახსენებ, ეს კიდევ ერთხელ ყველასთვის უნდა იყოს მაგალითი, თუ რამხელა პრობლემა გვაქვს, სანამ არ გვეყოლება ხელისუფლება, ვინც ამაზე სწორად, ჩვენი ეროვნული ამოცანებიდან გამომდინარე იმუშავებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი