გია ვოლსკი - ეშინოდეს იმას, ვისაც ხელი აქვს დასვრილი არამარტო სისხლში, როგორც ეს 2012 წლამდე იყო, არამედ იმ ადამიანების უბედურებაში, რომლებიც ათასობით არიან მთელ ევროპაში

ეშინოდეს იმას, ვისაც ხელი აქვს დასვრილი არამარტო სისხლში, როგორც ეს 2012 წლამდე იყო, არამედ იმ ადამიანების უბედურებაში, რომლებიც ათასობით არიან მთელ ევროპაში დაკარგეს შემოსავალი და საარსებო რესურსი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ "ბიბისის" გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ოპოზიციის განცხადებები უსუსურია.

„როცა დაბნეულები არიან ადამიანები, უსუსურ და ხეპრულ განცხადებებს აკეთებენ. გამოვლენილია არამარტო ქართველი, არამედ გერმანელი სამართალდამცავების ჩართულობით და საერთაშორისო სერიოზული რესურსი იქნა მობილიზებული, რომ ეს ქსელი გამოევლინათ.

უშველებელი თანხები იქნა ამოღებული და ადამიანები მიეცნენ პასუხისგებაში. ასე რომ, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები არ გაჩერებულან და საერთაშორისო დონეზე ჩატარებული პროფესიონალური ოპერაცია იყო. ეს თემა თუკი გრძელდება, არ ნიშნავს იმას, რომ ოდესმე დავიწყებას მიეცა, მითუმეტეს შედეგი ახლა დაიდო, პროცესი გრძელდება და ეშინოდეს იმას, ვისაც ხელი აქვს დასვრილი არამარტო სისხლში, როგორც ეს 2012 წლამდე იყო, არამედ იმ ადამიანების უბედურებაში, რომლებიც ათასობით არიან მთელ ევროპაში და დაკარგეს შემოსავალი და საარსებო რესურსი. ბინძური ფული, რომელიც შეიძლება დიდი ალბათობით დადასტურებულია, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოედინება, არის სწორედ ის, რაც საბოლოო ჯამში გამოავლენს არსს იმ პოლიტიკური აქტივობების, რომელიც ოპონენტების ფლანგზე არაერთი ვიხილეთ, მათ შორის დესტაბილიზაციის მცდელობები",- განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი ევროპარლამენტის იმ რეზოლუციასაც გამოეხმაურა, სადაც კეზერაშვილის პოლიტიკურ დევნაზე იყო საუბარი და მას უტიფარი კიდევ ერთხელ უწოდა.

„რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, მე ადრევე ვთქვი და გავიმეორებ, რომ რეზოლუცია უტიფარია, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს პოზიტიურად, ეს რეზოლუცია მიმართულია ხელისუფლების, მისი საქმიანობის, მე ვიტყოდი, საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური მიზნით",- განაცხადა ვოლსკიმ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება