რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.
„რუსმა ტერორისტებმა სლავიანსკი დაბომბეს, ქალაქში არანაკლებ 7 აფეთქება გაისმა", - წერს ერმაკი.
მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა სამი ხუთსართულიანი სახლი დაბომბეს. ერთი სახლი ნაწილობრივ დანგრეულია.
ამ მომენტისთვის ცნობილია ერთ გარდაცვლილისა და 6 დაშავებული ადამიანის შესახებ.

























