„ვაგნერის” ხელმძღვანელი პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს

„ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს. ინფორმაციას ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს.

„[რუსეთის] ხელისუფლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის საჭიროა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია - გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, შევატყობინოთ ყველას იმის შესახებ, რომ რუსეთმა იმ შედეგებს მიაღწია, რომლებსაც გეგმავდა, და რაღაც მხრივ მათ მართლა მივაღწიეთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების უზარმაზარი რაოდენობა „დავფქვით” და საკუთარი თავის წინაშე შეგვიძლია ანგარიში წარვადგინოთ იმის შესახებ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა შესრულებულია.

თეორიულად რუსეთმა ეს მსხვილი წერტილი უკვე მიიღო უკრაინის აქტიური მამაკაცების დიდი ნაწილის განადგურებით, მისი სხვა ნაწილის შეშინებით, რომელიც ევროპაში გაიქცა.

რუსეთმა მოჭრა აზოვისა და შავი ზღვის დიდი ნაწილი, დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე”, - წერს პრიგოჟინი.

პუტინის მზარეულად ცნობილი ადამიანი და „ვაგნერის“ ლიდერი ასევე წერს, რომ რუსეთს მხოლოდ „იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკვე გვაქვს”, გამაგრება დარჩენია. ამავდროულად, მისი აზრით, ერთი პრობლემაა, რომელიც ომმა გამოიწვია: „თუ ადრე უკრაინა ყოფილი რუსეთის ნაწილი იყო, ახლა იგი სრულიად ეროვნულად ორიენტირებული სახელმწიფოა”.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„ვაგნერის” ხელმძღვანელი პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს

„ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს. ინფორმაციას ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს.

„[რუსეთის] ხელისუფლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის საჭიროა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია - გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, შევატყობინოთ ყველას იმის შესახებ, რომ რუსეთმა იმ შედეგებს მიაღწია, რომლებსაც გეგმავდა, და რაღაც მხრივ მათ მართლა მივაღწიეთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების უზარმაზარი რაოდენობა „დავფქვით” და საკუთარი თავის წინაშე შეგვიძლია ანგარიში წარვადგინოთ იმის შესახებ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა შესრულებულია.

თეორიულად რუსეთმა ეს მსხვილი წერტილი უკვე მიიღო უკრაინის აქტიური მამაკაცების დიდი ნაწილის განადგურებით, მისი სხვა ნაწილის შეშინებით, რომელიც ევროპაში გაიქცა.

რუსეთმა მოჭრა აზოვისა და შავი ზღვის დიდი ნაწილი, დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე”, - წერს პრიგოჟინი.

პუტინის მზარეულად ცნობილი ადამიანი და „ვაგნერის“ ლიდერი ასევე წერს, რომ რუსეთს მხოლოდ „იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკვე გვაქვს”, გამაგრება დარჩენია. ამავდროულად, მისი აზრით, ერთი პრობლემაა, რომელიც ომმა გამოიწვია: „თუ ადრე უკრაინა ყოფილი რუსეთის ნაწილი იყო, ახლა იგი სრულიად ეროვნულად ორიენტირებული სახელმწიფოა”.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს