ოლექსი დანილოვი - პენტაგონს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის გეგმებზე წვდომა არ ჰქონდა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, პენტაგონის „გაჟონილ“ დოკუმენტებში უკრაინის სამხედრო გეგმების შესახებ ანალიზს საფუძველი არ გააჩნია.

დანილოვის თქმით, პენტაგონს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის გეგმებზე წვდომა არ ჰქონდა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობას მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტი აქვს.

„გააზრებულად ვეკიდებით ყველა პროცესს, რაც ფრონტზე ხდება. უკრაინელი სამხედროების გეგმების შესახებ ყველა ვარაუდს, მათ შორის კონტრიერიშის შესახებ, საფუძველი არ გააჩნია. ეს ყველაფერი ბოლო მომენტში გადაწყდება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას“, - განაცხადა დანილოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა არა მხოლოდ კონტრიერიშის გეგმაზე, არამედ 1991 წლის საზღვრებამდე უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლების სტრატეგიაზეც მუშაობს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი