ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია - გარკვეულ მედიკამენტებზე თურქი მომწოდებლების მხრიდან რაოდენობასა და მოწოდებაზე შეზღუდვა შეიქმნა  - მოსახლეობას ვთხოვთ, ამ ფაქტს გაგებით მოეკიდოს

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებით, გარკვეულ მედიკამენტებზე თურქი მომწოდებლების მხრიდან როგორც რაოდენობის, ასევე, მოწოდების შეზღუდვა შეიქმნა.

კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტს გაგებით მოეკიდოს, რადგან მითითებული გარემოება ადგილობრივ კომპანიებზე დამოკიდებული არ არის.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების თაობაზე.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებისთანავე, ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა გამოიყენეს შესაძლებლობა და მყისიერად ჩაერთნენ თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების იმპორტის პროცესში. ასევე, ასოციაციის სახელით მასმედიაში არაერთი ინფორმაცია იქნა მიწოდებული მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ქსელებმა დაიწყეს აღნიშნული ბაზრიდან იმპორტის განხორციელება და ქვეყნის მასშტაბით მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში რეალიზაცია. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის თაობაზე წინადადება ჩვენი სექტორის წარმომადგენლებისგან გაჟღერდა, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიყოთ ობიექტურები და არ გვსურს მოსახლეობისთვის მიწოდებული ინფორმაცია გახდეს სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის ინტერპრეტაციის საშუალება.

მსგავსი რეჟიმით ახალი ბაზრების გახსნას, დიდ მოლოდინებთან ერთად, ასევე ახლავს თანმდევი გამოწვევები, რაც გამოიხატება უწყვეტი მიწოდების პირობებისა და ჯაჭვის გამართვაში. ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ შეიქმნა გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.

მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ არის დამოკიდებული ადგილობრივ კომპანიებზე. სწორედ ამიტომ ინფორმაციას ვაჟღერებთ ჩვენ, პირველი წყარო, უშუალოდ ის მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესს. აქვე, კიდევ ერთხელ, მივმართავთ შესაბამის მარეგულირებელს, ინსტიტუტებს, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებული ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული მათი მხრიდან სექტორის უმიზეზო ბრალდებისთვის, როგორიცაა საბოტაჟი თუ ხელოვნური დეფიციტის შექმნა, რასაც სამწუხაროდ მრავალჯერ ჰქონდა ადგილი.

ამასთანავე, უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ „ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაში ჩართული პირების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტის მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 თებერვლის №9/ნ ბრძანების თანახმად, კომპანიებს დაუწესდათ ვალდებულება ინფორმაციის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაზიარების თაობაზე, მაგრამ სექტორისთვის არ იყო შემუშავებული და შეთავაზებული უნივერსალური პროგრამა (მაგ.: როგორიცაა RS). მიუხედავად ბიზნესის დაჟინებული მოთხოვნისა და მცდელობისა, რომ მოხდეს გონივრულ ვადებში და სწორი მეთოდით პროექტის გაშვება, მაკონტროლებლის მხრიდან არაა უზრუნველყოფილი სათანადოდ უნივერსალური ტექნიკური ბაზა ამ პროცესების გამართულად ასამუშავებლად. რეალურად არსებული პრობლემების იგნორირებით ხდება მეწარმეებისთვის გამაფრთხილებელი ოქმების გამოწერა, რაც უკვე საჯარიმო სანქციების წინაპირობაა. სამწუხაროდ, მარეგულირებელი უკვე იღებს დამსჯელობითი ორგანოს ფორმას, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის პირდაპირი ზიანის მიღების პირობა გახდება.

ასოციაციის წევრი კომპანიები მაქსიმალურად გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველანაირ მექანიზმს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უწყვეტად უზრუნველყოფა და კვალიფიციური მომსახურების გაწევა“, - ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ