15, 16, 17 აპრილს, დროის გარკვეულ მონაკვეთებში თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა უფასო იქნება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 15 აპრილს, საღამოს 23:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, 16 და 17 აპრილს, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.

„აღდგომას, საღამოს 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. რაც შეეხება 16 და 17 აპრილს, ამ დღეებში, სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ისინი დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტროსადგური დიდუბიდან დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. ასევე, „დელისის“ მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენაც, მარჯანიშვილის მეტროდან და სადგურის მოედნიდან კუკიას სასაფლაოს მიმართულებით, ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, სარაჯიშვილის მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე, ხოლო შუა მთის ქუჩიდან და ვარკეთილის მეტროდან ვარკეთილის სასაფლაომდე, ნახსენები დროის განმავლობაში, ავტობუსები უფასოდ ივლიან“, - განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი