უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პრესსპიკერი -  ბახმუტი რუსი სამხედროებისთვის სირცხვილის წერტილი გახდა - უსასტიკესი ბრძოლები მიმდინარეობს

უსასტიკესი ბრძოლები უშუალოდ ბახმუტის ქალაქის ფარგლებში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პრესსპიკერი სერჰი ჩერევატი ავრცელებს.

„დღეს უშუალოდ ბახმუტის ქალაქის ფარგლებში ბოლო ათწლეულების უპრეცედენტო სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობს. მტერმა მიზნად დაისახა ამ აუღებელი ქალაქ-სიმაგრის აღება. ჩვენი მებრძოლები სისხლიან სასტიკ ბრძოლებში ყველაფერს აკეთებენ, რომ მტრის ბრძოლისუნარიანობა შეამცირონ, შეუმცირონ ძალა და სულისკვეთება. და ყოველდღიურად ქალაქის ყოველ კუთხეში ისინი ამას წარმატებით აკეთებენ, ცდილობენ მტერს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ“, - განაცხადა ჩერევატიმ.

მისი თქმით, ბოლო დღის განმავლობაში მტერმა ბახმუტთან 158 დაბომბვა განახორციელა რაკეტებით, არტილერიითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით.

„მოხდა 17 საბრძოლო შეტაკება, 80 ოკუპანტი განადგურებულია, 100 დაჭრილია, ასევე განადგურებულია მტრის 4 საველე საწყობი…. ბახმუტი რუსი სამხედროებისთვის სირცხვილის წერტილი გახდა“,- აღნიშნა ჩერევატიმ.

მისივე თქმით, ასეთი უდიდესი უპირატესობით ქალაქის რაიონული ცენტრის 9 თვის განმავლობაში ვერ აღება, ეს „სირცხვილია, რომელსაც ვერასდროს მოიშორებენ“.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა