საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მათთვის შეთავაზებული ზოგიერთი სერვისის მისაღებად ვადებს ახსენებს

ცესკოს ინფორმაციით, 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებამდე საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. როგორც გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს ელექტრონული ტექნოლოგიებს, ფართო მასშტაბით, პირველად გამოიყენებენ.

ასევე, როგორც ნათია იოსელიანმა აღნიშნა, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ „საარჩევნო რუკაზე“ დეტალური ინფორმაცია და ფოტოები ნახონ კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია არსებული პრაქტიკის შესაბამისად ამომრჩეველს ამ არჩევნებისთვისაც არაერთ სერვისს სთავაზობს. დღეს მინდა შეგახსენოთ ინფორმაცია იმ სერვისებისა და ვადების შესახებ, რომელიც გადასატანი ყუთისა და ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნას უკავშირდება.

29 აპრილის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შუალედურ არჩევნებში, შეუძლიათ მოითხოვონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებულ/მისაწვდომი საარჩევნო უბანი. ამისათვის მათ არაუგვიანეს 21 აპრილის 18:00 საათამდე, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას, ან დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ჰაბს ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 და მოითხოვონ მათთვის სასურველი ადაპტირებული საარჩევნო უბანი. იგივე პროცედურა, იმავე ვადებში უნდა გაიაროს იმ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებმა, რომლებიც რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. მათ შესაძლებლობა აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბანი მოითხოვონ.

აღსანიშნავია, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ „საარჩევნო რუკაზე“ შეუძლია ნახოს დეტალური ინფორმაცია და ფოტოები კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ. ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 69 საარჩევნო უბნის შესახებ, რომელიც 29 აპრილის არჩევნებისთვის იფუნქციონირებს.

მივმართავთ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ადაპტირებული საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას.

რაც შეეხება გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას. ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა და იმყოფება ამავე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთი. ამისათვის მან უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას 21 აპრილის 18:00 საათამდე. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე პირველად მოხდება იმ ამომრჩევლების მარკირება, რომლებიც ხმას მისცემენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით.“ - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

გარდა ამისა, როგორც ცესკოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

„29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი