ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ოფიციალური პეკინი არ აპირებს უკრაინაში მიმდინარე ომის რომელიმე მონაწილეს იარაღი მიაწოდოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი აცხადებს, რომ ოფიციალური პეკინი არ აპირებს უკრაინაში მიმდინარე ომის რომელიმე მონაწილეს იარაღი მიაწოდოს.

მედიის ინფორმაციით, ცინ განი ჩინეთის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირველი პირია, რომელმაც რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ვარაუდები საჯაროდ უარყო.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პეკინი მზად არის, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„რაც შეეხება სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტს, ჩინეთს გონივრული და პასუხისმგებლიანი პოზიცია აქვს. ჩვენ არ მივაწვდით იარაღს კონფლიქტის მხარეებს, ასევე გავაკონტროლებთ ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს, წესებისა და კანონების მიხედვით“, - განაცხად მან.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში