ნავალნისთან ის მაქვს საერთო, რომ ორივე პუტინის მთავარი მტრები ვართ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნისადმი გაგზავნილ წერილში წერია.
„ალექსეი ნავალნისთან, ჩემი აზრით, მომავალ პრეზიდენტთან იმისა, თუ რა დარჩება უახლოეს დროში რუსეთისგან, ორი მომენტი მაერთიანებს: ის, რომ ორივე ერთნაირად არ ვეგუებით კორუფციას და ის, რომ ორივე ვლადიმირ პუტინის მთავარი მტრები ვართ. ალექსეის გადარჩენას, გათავისუფლებას და სასურველი მიზნის მიღწევას ვუსურვებ“, - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, აქამდე ალექსეი ნავალნი მიხეილ სააკაშვილის „ეთიკური მიზეზებით“ გათავისუფლების ინიციატივით გამოვიდა.