აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს, დაე, ჩვენს გულებში, ოჯახებში და ქვეყანაში დაისადგუროს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა, - ასე ულოცავს საზოგადოებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, ქართველი ერის ერთად დგომა აუცილებელია.
„უმნიშვნელოვანესი დღეა და მინდა გულით მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც აღვნიშნავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველის ერთად დგომა. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენა. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა და ეს ყველაფერი სიკეთის, სიყვარულის, ერთმანეთის პატივისცემის გარეშე შეუძლებელია.
ჩვენ უნდა შევძლოთ მტრის წინააღმდეგ გაერთიანება. ჩვენს ქვეყანას ისევე როგორც მსოფლიოს ჰყავს ერთი მტერი და ეს არის პუტინის რუსეთი. ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ვიდგეთ ყველანი ერთად ამ ისტორიულ ეპოქაში, როდესაც პუტინის რუსეთი დამარცხდება. დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.