თბილისის მერი კახა კალაძე მართლმადიდებელ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„მინდა, ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, სრულიად საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაული. ვუერთდები იმ საყოველთაო სიხარულს, რაც უფლის აღდგომით არის. მინდა ჩემ ქვეყანას, პირველ რიგში, ვუსურვო ტერიტორიული მთლიანობა, ვუსურვო მშვიდობა. პატრიარქის ეპისტოლეშიც ხაზი გაესვა, რომ ყველაფერს ფასი ეკარგება მშვიდობის გარეშე, შესაბამისად, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მშვიდობა მსოფლიოს! კიდევ ერთხელ გილოცავთ. ქრისტე აღდგა!“ - აცხადებს კახა კალაძე.