საქართველოში მცხოვრები ბაპტისტური, პროტესტანტული, სახარების რწმენის ეკლესიები და მოლოკანთა თემი აღდგომას ზეიმობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ბაპტისტურ, პროტესტანტულ, სახარების რწმენის ეკლესიებსა და სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს.
"იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ქრისტიანთათვის დღესასწაულთა დღესასწაულია. მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამქვეყნიურ ბოროტებას სიყვარულით და სინათლით ამარცხებს. ქრისტე აღდგა!" - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.