კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება პირველად 300 წლის განმავლობაში უკრაინულ ენაზე ჩატარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღვთისმსახურება ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიმანდრიტმა აბრაამმა აღავლინა.
პოლიცია ტაძრის შესასვლელში მოქალაქეების საბუთებსა და სააღდგომო კალათებს ამოწმებდა.
ლავრაში, წმინდა აღაპიტის სახელობის ეკლესიაში სააღდგომო ღვთისმსახურება მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმაც აღავლინეს.