უკრაინა კანადიდან რუსეთის ჩამორთმეულ ქონებას მიიღებს, კერძოდ, საუბარია AN -124 Ruslan ტიპის თვითმფრინავზე, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, კანადა რუსული კომპანია „ვოლგა-დნეპრის“ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი კანადიდან. კერძოდ, ვოლგა-დნეპრის კომპანიის წინააღმდეგ. ვემზადებით AN-124 თვითმფრინავის და კანადაში აგრესორის სხვა აქტივების ჩამორთმევისთვის და უკრაინისთვის გადმოსაცემად", - წერს დენის შმიგალი „ფეისბუქზე“.
ის ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა 120 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის Rosatom-ის წარმომადგენლებს, სანქციები დაუწესა.