უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მტრის 60 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემიდან 25 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს მშვიდობიან ქალაქებზე ზაპოროჟიესა და კამიშევახაზე, ზაპოროჟიეს ოლქში და სნიგურივკაზე მიკოლაივის ოლქში.
„გარდა ამისა, მტერმა 42 ავიადარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებსა და დასახლებების ინფრასტრუქტურას ცეცხლი 46-ჯერ გაუხსნა. არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში. დანგრეული და დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ეკლესიები“, - აცხადებენ უწყებაში.
გენერალურიი შტაბი მოსხლეობას აფრთხილებს, რომ სარაკეტო დარტყმის ალბათობა კვლავ მაღალია.
„ბახმუტის მიმართულებით რუსები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლები არ წყდება. ავდიივკას მიმართულებით დამპყრობლებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. გარდა ამისა, ამ მიმართულებით 15-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. მარინკას მიმართულებით, მარინკას დასახლების მიდამოში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის ბევრი შეტევა მოიგერიეს. ამ მიმართულებით რუსებმა კრასნოგოროვკა, მარინკა, გეორგიევკა, მაქსიმილიანოვკა, პობედა და ნოვომიხაილოვკა დაბომბეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით, 40-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. მათ შორისა ქალაქი ხერსონი.