ირანის სასამართლომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდები საქმეზე 10 სამხედროს პატიმრობა მიუსაჯა

ირანის სამხედრო სასამართლომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილე შეიარაღებული ძალების 10 წევრს პატიმრობა მიუსაჯა, - ინფორმაციას მედია საშუალებები სასამართლო პორტალ Mizan-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, მეთაურს, ბრძანების შეუსრულებლობისა და თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, ყველაზე მძიმე სასჯელი, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

Mizan-ის ცნობით, Tor M-1-ის სარაკეტო სისტემის მეთაურმა სამგზავრო თვითმფრინავს ბრძანების საწინააღმდეგოდ და ნებართვის გარეშე ორი რაკეტა ესროლა.

დანარჩენ ცხრა სამხედრო მოსამსახურეს კი ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ირანის ხელისუფლებას არცერთი მსჯავრდებულის ვინაობა არ გააუსაჯაროვებია.

2020 წლის 8 იანვარს, ირანულმა ძალებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც თეირანიდან კიევისკენ მიემართებოდა. ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულების უმეტესობა ირანისა და კანადის მოქალაქე იყო.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი