რუსეთში ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას სახელმწიფოს ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვლადიმერ კარა-მურზა ბრალდებებს უარყოფს.

"ხელს ვაწერ ყველა სიტყვას, რაც მითქვამს. არათუ არ ვნანობ ამას, არამედ ვამაყობ ამით“, - განუცხადა მან გასულ კვირას მოსკოვის სასამართლოს.

უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციის“ გაკრიტიკების გარდა 41 წლის კარა-მურზა ასევე ღიად საუბრობდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი მთავრობის მიერ განსხვავებული აზრის დევნის შესახებ.

ვლადიმერ კარა-მურზა ერთი წლის წინ მოსკოვში, პოლიციელის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. მოგვიანებით კი უფრო მძიმე ბრალდებები წაუყენეს. კარა-მურზას საქმე ნაწილობრივ ეფუძნებოდა შარშან, აშშ-ში პოლიტიკოსების წინაშე წარმოთქმულ სიტყვას, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინაში კასეტურ ბომბებს იყენებს და სამშობიაროებსა და სკოლებს ბომბავს, ომის დანაშაულებს სჩადის.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი