გაერთიანებული სამეფო ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს გმობს და რუსეთის ელჩს იბარებს

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს „პოლიტიკურად მოტივირებულ“ განაჩენად აფასებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცლებს.
ტელეკომპანიის ცნობით, რუსეთში გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.
"ვლადიმერ კარა-მურზამ გაბედულად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში - საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების აშკარა დარღვევა. საგანგაშოა, რომ რუსეთი არ იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას დაცვის ვალდებულების. პატივს ვცემ ბატონ კარა-მურზას და მის ოჯახს, მათ შორის მის მეუღლეს ევგენიას. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს მათ მხარდაჭერას და ბატონი კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ.
რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს საჯაროდ გმობს, სახელმწიფოს ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კარა-მურზას ადვოკატმა CNN-ს განუცხადა, რომ ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.

























