სლოვაკეთი უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით აჩერებს. ამის შესახებ სლოვაკეთის მთავრობის პრესსპიკერმა CNN-ს განუცხადა.
"დღეს ამ თემის განსახილველად სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება. შეხვედრის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აღნიშნა პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის მსგავსად, უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის არძალვის გადაწყვეტილება პოლონეთისა და უნგრეთის მთავრობებმაც მიიღეს.