Amnesty International-ი და გაერო რუსეთის ხელისუფლებას ვლადიმერ კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

Amnesty International-მა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა გაავრცელეს განცხადებები, რომლებიც კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს გმობენ.

"სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, კარა-მურზას სინდისის პატიმარად მიიჩნევენ, რადგან ის „მხოლოდ პოლიტიკური რწმენისთვის“ გაასამართლეს და ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

კარა-მურზას მიმართ გგგამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმაც და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„კარა-მურზა გაასამართლეს ბრალდებებით, რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია მისი აზრის გამოხატვისა უფლების ლეგიტიმურ განხორციელებასთან, მათ შორის უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის საჯარო კრიტიკასთან. არავის არ უნდა ჩამოერთვას ადამიანის უფლებებით სარგებლობის უფლება და მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ის“, - აღნიშნულია ვოლკერ ტურკის განცხადებაში.

რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს საჯაროდ გმობს, სახელმწიფოს ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კარა-მურზას ადვოკატმა CNN-ს განუცხადა, რომ ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა