ლატვიამ სანქციები დაუწესა 10 რუს ჩინოვნიკს, რომელიც ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი „ტვიტერზე“ წერს.
„ვგმობ უსამართლო და მკაცრ სასჯელს გამოჩენილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ, რომელიც რუსეთის სასამართლომ დღეს გამოაცხადა. გადავწყვიტე, სამოგზაურო აკრძალვა დავაწესო 10 რუსი პირის წინაღმდე, რომლებიც ამ ყალბი საქმის თანამონაწილეები არიან. მოვუწოდებ ევროკავშირსაც, დააწესოს სანქციები“, - წერს ედგარს რინკევიჩმა.
ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარა-მურზას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
„ვლადიმერ კარა-მურზა არის რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, ოპოზიციონერი მოღვაწის ბორის ნემცოვის ახლო თანამოაზრე, რომელიც 2015 წელს მოკლეს და რუსეთის მმართველი რეჟიმის დიდი ხნის კრიტიკოსი. ის იყო „მაგნიტსკის სიის“ მიღების ფასილიტატორი. პოლიტიკოსი აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია“, - აცხადებენ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.