უკრაინა სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ანახლებს

უკრაინამ სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეიდან სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი (200 მეგავატი საათში) დაიწყო. ექსპორტი გრძელდება პოლონეთში (75 მეგავატი საათში) და მოლდოვაში (99-134 მეგავატი).

მოლდოვაში ელექტროენერგიის ექსპორტი 11 აპრილს დაიწყო, 12 აპრილს კი უკრაინამ ელექტროენერგიის ექსპორტი პოლონეთში განაახლა.

შეგახსენებთ, 7 აპრილს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ქვეყანას, ჭარბი ელექტროენერგიის არსებობის პირობებში, ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტის განახლების საშუალებას აძლევს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი