რუსეთის საელჩო - ვლადიმერ კარა-მურზას განაჩენზე აშშ-ის მძაფრი განცხადებები რუსეთის დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე ზემოქმედების აშკარა მცდელობაა

ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით გაკეთებული მძაფრი განცხადებებით აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს, გავლენა მოახდინოს რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე, - ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში აცხადებენ.

„ასეთი განცხადებები რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე ზემოქმედების აშკარა მცდელობაა. დროა, ვაშინგტონის ელიტებმა შეწყვიტონ უხეში სისტემატური ჩარევა ჩვენს საშინაო საქმეებში და დაიწყონ პრობლემებზე მუშაობა თავიანთ ქვეყანაში,“- აღნიშნულია საელჩოს განცხადბაში.

გუშინ, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კრემლის კრიტიკოსს, კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა და 400 000 რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის შეგნებულად საჯაროდ გავრცელებაში, რუსეთში არასასურველად მიჩნეულ უცხოურ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობასა და ქვეყნის ღალატში. რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ლინ ტრეისმა კარა-მურზას მიმართ გამოტანილი განაჩენი დაგმო და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება მთავრობის პოლიტიკის მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმისთვის ვლადიმერ კარა-მურზასათვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე რუსეთში განხორციელებული რეპრესიების კიდევ ერთი საშინელი ნიშანია. მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - აღნიშნა ელჩმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა