უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 470 ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 183 130-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 661 ტანკს, 7 098 ჯავშანმანქანას, 2 810 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 308 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 676 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 262 უპილოტო საფრენ აპარატს, 330 ერთეულ სპეცტექნიკას, 911 ფრთოსან რაკეტას.