საქართველოში, ლოგისტიკის სფერო გადადის ახალ ფაზაში, რომლის მთავარი იდეა სისტემის გაციფრულება, ხოლო მიზანი გამარტივებული პროცედურები და რესურსის ეფექტურად მართვაა. დღესდღეობით, ლოგისტიკა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დარგს, რომელიც მუდმივად საჭიროებს განვითარებას.
Translive - ეს არის ლოგისტიკის საერთაშორისო ციფრული პლატფორმა, რომელიც ტვირთის მფლობელებს და გადამზიდავებს გამარტივებულ პროცესებს და მოსახერხებელ ციფრულ ხელსაწყოს სთავაზობს. შედეგად, ტვირთების გადაზიდვა მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა.
Translive – ის უპირატესობას წარმოადგენს: სიმარტივე, მოქნილობა, მეტი კონტროლი, უფრო სამართლიანი ფასის მიღების შესაძლებლობა, უფრო უკეთესი გადამზიდავის და ავტომობილის სწრაფად შერჩევის შესაძლებლობა და რაღა თქმა უნდა დაცულობა.
გამჭვირვალე პროცესი - დატვირთვიდან ტვირთის დაცლამდე გადაზიდვის სრული პროცესი შეგიძლიათ იხილოთ უწყვეტ რეჟიმში სისტემატურად განახლებადი ლოკაციების მეშვეობით. Translive - ციფრული პლატფორმაა, რომლის დახმარებით თქვენი ბიზნეს პროცესები სწორად მიმდინარეობს. ჩვენი სერვისი ვრცელდება მსოფლიოს მაშტაბით. ჩვენი საერთაშორიო ლოგისტიკური პარტნიორების ქსელის დახმარებით თქვენთვის სასურველი სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო თუ საჰაერო გადაზიდვა არის შესაძლებელი. ჩვენთან შესაძლებელია ნებისმიერი ტვირთის ტრანსპორტირება როგორებიცაა: საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური თუ გაზიანი სასმელები, მალფუჭებადი, სახიფათო კატეგორიის ტვირთები, არაგაბარიტული ტვირთები, მედიკამენტები, ნერგები, სარეკლამო, თუ სამშენებლო მასალები.
დღესდღეობით, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ციფრული არხების გარეშე წარმოუდგენელია წარმატებული ბიზნეს პროექტების განხორციელება. Translive-ის მისიაა დაეხმაროს ტვირთის მფლობელს, გადამზიდავებსა და ლოგისტიკურ კომპანიებს, რათა მთელს მსოფლიოში გაამარტივონ თავიანთი ოპერაციები და განავითარონ ბიზნესი. ეს კი თავის მხრივ ეკონომიკურ განვითარებას და მეტ ინვესტიციას გულისხმობს ქვეყნისათვის.
ტრანსლაივი საუკეთესო შესაძლებლობაა გადამზიდავებისთვის მიიღონ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია გადასაზიდ ტვირთებზე სასურველი მიმართულებით, გაიმარტივონ გადაზიდვები და მიიღონ გადახდის საუკეთესო პირობები.
(R)