საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“ „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ ბენეფიციარებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ და ასოციაციის წევრებმა „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიების ინიციატორის და მხარდამჭერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის სახელით, „ქალთა ასოციაციამ“ „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ ბენეფიციარებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.

პროფესორ ნაზი კუციავას განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტი ტრადიციას აგრძელებს და ამჯერად, საქველმოქმედო აქცია „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ ბენეფიციარებისთვის გამართა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მხარდაჭერით, სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“ „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში“ მცხოვრებ 17 ბენეფიციარს ერთი ლამაზი დღე აჩუქა. ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ამ ადამიანებისადმი დამოკიდებულებას, მივულოცეთ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა და სასაჩუქრე პაკეტები გადავეცით. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის, „ქალთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებული პირველი საქველმოქმედო ღონისძიება. სტუ-ის რექტორის და ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩვენ დავნერგეთ ერთგვარი ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დროს აქციებს ვმართავთ დევნილებისთვის, ხანდაზმულებისა და ლტოლვილებისთვის. ამჯერად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გადაწყვიტა ხანდაზმული ადამიანებისთვის გვეჩუქებინა ბედნიერების წუთები. პანსიონატის მობინადრეები დიდი სიხარულით შეგვხვდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მისია წარმატებით შესრულდა“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.

ღონისძიების დასასრულს, „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ ბენეფიციარებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და „ქალთა ასოციაციას“ თანადგომისა და ყურადღებისთვის.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი