გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ფეხზე ვერ დგება, საშინელი სისუსტე აქვს - საავადმყოფოში ასეთი შევიდა, ახლა როგორცაა?

ჩემი შვილი ფეხზე ვერ დგება. საშინელი სისუსტე აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ განუცხადა.

აღნიშნულ კონტექსტში, ალასანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოჯახი და დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის დროებით გადავადებას ითხოვს.

„მოვითხოვთ [სასჯელის] დროებით გადავადებას. ჩემთვის სრულიად გაურკვეველი სასჯელის დროებით გადავადებაზეა აქ საუბარი, რომ ადამიანს შესაძლებლობა მიეცეს, ჯანმრთელობა აღიდგინოს. ამ საავადმყოფოში ასეთი შევიდა, ახლა როგორც არის?

საშინელი სისუსტე აქვს, ფეხზე ვერ დგება. რა ვიცი, რა გითხრათ. სიცხე და წნევაც სულ აქვს, როგორც წესი“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025