უკრაინელი გენერალი - რუსეთი ბახმუტში საარტილერიო დაბომბვას და საჰაერო დარტყმებს აძლიერებს

რუსული ძალები ბახმუტში მძიმე არტილერიის გამოყენებით დაბომბვას და საჰაერო დარტყმებს აძლიერებს, - ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„ამჟამად, მტერი აძლიერებს მძიმე არტილერიის მოქმედებას და ავიაიერიშების რაოდენობას და ქალაქს ნანგრევებად აქცევს“, - აღნიშნა უკრაინელმა გენერალმა.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ ცდილობს ბახმუტის ნებისმიერი ფასად აღებას, მაგრამ ქალაქისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან ზარალს განიცდის.

ცნობისათვის, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი ანგარიშის თანახმად, „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა შეამციროს ჯარების რაოდენობა და შეტევითი მოქმედებები ქალაქ დონეცკის ირგვლივ და დიდი ალბათობით, რესურსები ბახმუტის სექტორისკენ გადაიტანოს“.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი