თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და „მერსი ქორფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, „მერსი ქორფსის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და პროგრამის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) დირექტორმა ნინო ჭელიძემ მოაწერეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა მემორანდუმის გაფორმებას ქალთა გაძლიერებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო „მერსი ქორფსთან“ ერთად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც ქალთა გაძლიერებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

„დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ხელმოწერილი მემორანდუმის მიზანი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და იმ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაა, რომლებიც ქალთა გაძლიერებას, გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერას, გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვას და ამ მიმართულებით საზოგადოებისა თუ მედიის ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ