ხათუნა სამნიძე უმრავლესობას - საგამოძიებო კომისიის შექმნა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადასადგმელი ნაბიჯია და აქ არ უნდა იყოს სალაპარაკო თემა „შენი თუ ჩემი დღის წესრიგი“

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე თანამშრომლობა უნდა შეძლონ.

როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას იმ მიზნით, რომ გაირკვეს, თუ რა ხდებოდა სასამართლო სისტემაში წინა ხელისუფლების დროს და რა ხდება დღეს.

„უმრავლესობამ უნდა შეძლოს, ოპოზიციასთან ერთად, ამ საკითხში თანამშრომლობა და საზოგადოებისთვის ჩვენება, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად ვიმუშაოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეფასებები სხვადასხვაა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღეს, განხილვის შემდეგ, კენჭისყრაზე სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესწავლისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგეს.

დეკემბერში, ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მთელი პოლიტიკური სპექტრის სახელით, პარლამენტში დაარეგისტრირა საკითხი „საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესწავლისთვის“. დღეს ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა იმ სანქციების შემდეგ, რომელიც ქვეყანამ მიიღო, როცა პერსონალურად დასანქცირდა სამი მოსამართლე და ერთი ყოფილი მოსამართლე. სახელმწიფოს მხრიდან ამაზე ადეკვატური პასუხი იმისათვის, რომ უკვე სანქციები მართლა და სინამდვილეში პერსონალურ სანქციებად იყოს აღქმული და არ დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი, იქნებოდა თუ საკანონმდებლო ორგანოში ერთობლივად შევქმნიდით საგამოძიებო კომისიას, ანუ ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადასადგმელი ნაბიჯი და აქ არ უნდა იყოს „შენი თუ ჩემი დღის წესრიგი“ სალაპარაკო თემა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ