რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხერსონის ცენტრი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ყურადღება! ხერსონის ცენტრი იბომბება, დარჩით თავშესაფრებში!“, - განაცხადა ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმღვაანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.
ალექსანდრ პროკუდინმა რუსული დაბომბვის შედეგების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დამპყრობლების დარტყმის ადგილის სიახლოვეს არც ერთი სამხედრო ობიექტი არ იყო განთავსებული.