თამარ კორძაია - არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ საქართველოს სახელით სასამართლო განაჩენების გამომტან ადამიანებთან დაკავშირებით ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება

არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ საქართველოს სახელით სასამართლო განაჩენების გამომტან ადამიანებთან დაკავშირებით ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ადეკვატური იქნება უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა და ერთობლივი მუშაობა სასამართლო სისტემაში პრობლემების გამოსავლენად.

„ის ოთხი ადამიანი, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გადაწყვეტილებას საქართველოს სახელით იღებდა და ისინი კორუფციაში არიან მხილებული. შესაბამისად, როდესაც ჩვენ პარლამენტში, საქართველოს პოლიტიკურ ორგანოში ვაყენებთ კანონით გათვალისწინებული წესით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური საკითხი და ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ინტერესი. იმიტომ, რომ არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ საქართველოს სახელით სასამართლო განაჩენების და გადაწყვეტილებების გამომტან ადამიანებთან ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

აქ არ არის საუბარი პერსონებზე, არ არის მხოლოდ ის ოთხი გვარი. საქართველოს სახელით იღებდნენ ისინი გადაწყვეტილებას და თუ პარლამენტში არ ვიზრუნებთ სახელმწიფოს სახელის შენარჩუნებაზე, მაშინ რა გარანტია გვაქვს, რომ უმოქმედობის გამო არ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მსგავსი მძიმე გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს