აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ელჩები „რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის“ გამო რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის ელჩები რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევასთან და დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარეს“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის ელჩებმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილი განაჩენი, 25-წლიანი პატიმრობა დაგმეს და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!