პუტინის ევოლუცია (დეგრადაცია) შთამბეჭდავია. ასეთი პოლიტიკური აქტორი არ არსებობს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტს.
„მსოფლიო მის განცხადებას ერთი წლის წინ ელოდა. რას იტყვის? რას გააკეთებს ის? დღეს ამას მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი პოლიტიკური აქტორი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მასობრივი მკვლელობების ავტორის „სპეცტური“ ოკუპირებულ და დანგრეულ ტერიტორიებზე, რათა ბოლოჯერ დატკბეს თავისიანების“ დანაშაულებით“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუს სამხედროებს შეხვდა.