ლევან ხაბეიშვილი - ექსტრადიციაზე საუბარი სასაცილოა, რადგან სხვა ქვეყნის სასამართლოებში დავით კეზერაშვილი გამართლებულია

ექსტრადიციაზე საუბარი სასაცილოა, რადგან სხვა ქვეყნის სასამართლოებში ეს ადამიანი [დავით კეზერაშვილი] გამართლებულია - თუ ევროპულ სასამართლოში მსგავსი რამ დაუმტკიცდება, შეიძლება ლოგიკური იყოს ამაზე საუბარი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ისეთი “მესიჯები” აქვს, რომ კონკრეტულ ტელევიზიასა და ადამიანს ზიანი მოუტანოს.

“ექსტრადიციაზე რომ საუბრობენ, სასაცილოა, რადგან სხვა ქვეყნის სასამართლოებში ეს ადამიანი გამართლებულია. ისინი ბოდავენ. პოლიტიკური მესიჯი აქვთ, რომ ზიანი მოუტანონ კონკრეტულ ტელევიზიას და ადამიანს, შემდეგ მასზე პოლიტიკურ ჭრილში შავი პიარი ააგორონ. თუ მსგავსი რამე დაუმტკიცდება, ოღონდ მურუსიძისა და ჩინჩალაძის სასამართლოში კი არა, ევროპულ სასამართლოში, პირობითად დიდ ბრიტანეთში, ამ შემთხვევაში შეიძლება ლოგიკური იყოს ამაზე საუბარი. თალაკვაძე და კობახიძე სასწაულებს ლაპარაკობენ, გაგიჟდებით ისეთ რაღაცებს ამბობენ კეზერაშვილზე კი არა, “ტვ პირველზე”, “ფორმულაზე”, “მთავარზე”. ამ ხალხს რომ ვუსმინოთ და გვეგონოს, რომ სწორია, გავაფრენთ ყველა. ამიტომ, მგონი, დალაგებული ხალხი ვართ იმისთვის, რომ მშვიდად შევაფასოთ, რას ემსახურება მათი განცხადება”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, კეზერაშვილი თავად გასცემს პასუხს, თუ რაიმე გამოძიება იარსებეს.

“მეეჭვება, ჩემზე მეტად “ქოლ-ცენტრების” საქმე ვინმემ იცოდეს თავისი ფიგურანტებით, ამიტომ პრობლემა არაა ნებისმიერ ობიექტურ საგამოძიებო მოქმედებას მხარს დავუჭერთ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილი კეზერაშვილის მიერ „ფორმულას“ წილის ნახევრის ტელეკომპანიის კოლექტივისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

“მისი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მათ შორის ტელეკომპანია “ფორმულასთვის”, რომ წნეხი, რაც შეიძლება მათზე იყოს, მოიხსნება. “ფორმულას” ეს გადაწყვეტილება თუ დაეხმარება, თორემ არ ავნებს. კარგია, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა, ეს მისი უფლებაა. განაცხადა, რომ “ფორმულაზე” რომ წნეხი მოიხსნას, ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება და ძალიანაც კარგი”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ კი, სრულად გადასცემს დარჩენილ წილსაც.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით