აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ძეგლებისა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძეგლების აღდგენა-რესტავრაციაში მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე ფონდი ,,ქართუს” წვლილი.

„მთავრობის თავმჯდომარემ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საერთაშორისო მარკეტინგული და ტურისტული მიმართულებით ღონისძიებების გაფართოების, ცნობადობის გაზრდის, ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის ინიციატივა გამოთქვა.

სემინარზე სამეცნიერო საკითხებთან ერთად ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთმიმართებაც განიხილეს. სემინარის ფარგლებში ბათუმელი მხატვრების გამოფენა მოეწყო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა