გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აპრილს 11:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი, ზემო წეროვანი, სხალტბა, მისაქციელი, მუხრანი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში, ხოლო 13:00-დან 16:00 საათამდე - ქ.მცხეთაში არმაზის, გიორგობიანის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, ნიჩბისი, ძველი ქანდა, ბურიანი, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიებზე.
11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მომხმარებლებს დაბა სტეფანწმინდაში.
11:00-დან 13:00 საათამდე შუქი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ქვიტკირის წყარო, ციხევდავი, ზემო შუახევი, წიწამურა, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, ახალი კადოეთი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს დუშეთში სტალინის, ერისთავის, არაგვისპირელის, რუსთაველის, ბესიკის, გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, აღმაშენებლის, გოდერძი ჩოხელისა და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 14:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ბაზალეთი, ჩირდილელიანთკარი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი, ჩუგუნიაანი, მილახვრიანი, პირმისაანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.