„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფი“ თბილისში ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფი“ თბილისში ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი სამშენებლო და დეველოპერული პროექტების აქტიური მხარდამჭერია. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფი“ თბილისში, 4 953 კვ.მ. ფართობზე, 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება ბანკის მიერ სრულად დაფინანსდა. ინვესტიცია 4.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

პროექტი, სახელწოდებით „არტჰოლ ლივინი“ მოიცავს მიწისქვეშა პარკინგს, 1 500 კვ.მ. რეკრეაციულ სივრცესა და სკვერს სახლთან ახლოს.

„საქართველოს ბანკთან“ დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს და მანამდე არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. სწორედ ამიტომ, მათთან პარტნიორობით ახალი პროექტის დაწყება გადავწყვიტეთ, რომელიც 2024 წლის აპრილში დასრულდება. რაც მთავარია ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება და მომხმარებლებს ბინა თეთრი კარკასის კონდიციაში ჩაბარდებათ. პროექტი საცხოვრებელ კორპუსთან ერთად რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს, რითაც გვინდა ჩვენს მაცხოვრებლებს მაქსიმალური კომფორტი და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ“, - აღნიშნავს კომპანია „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფის“ დამფუძნებელი, აკაკი ადამია.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსის, ერეკლე ვაშაყმაძის განცხადებით, „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებას.

„ეს ერთი მხრივ ბიზნესს მოტივაციას აძლევს აკეთოს კიდევ უფრო მეტი პროექტი და წვლილი შეიტანოს აღნიშნული სექტორის განვითარებაში. მეორე მხრივ კი, ქვეყანაში შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის მხრივ. რაც შეეხება „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფს“ წლებია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. მათ წარმატებულ საქმიანობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ კომპანია არ ჩერდება და მიმდინარე პროექტთან ერთად, ახორციელებს „მწვანე უბანი დადიანზე“, რომელიც 5 000 კვ.მ. ფართობზე დახურულ სარეკრეაციო ზონას, საბავშვო და სპორტულ მოედნებს მოიცავს“, - აღნიშნავს ერეკლე ვაშაყმაძე.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ