ზუკა გუმბარიძე - 25% გადაეცემა ფორმულელებს - დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილება არის ის, რომ კვლავაც გააგრძელებს არხის ფინანსურ დახმარებას

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი, რომელიც "ფორმულას" 51%-ს ფლობს, 25 პროცენტს ტელეკომპანიის თანამშრომლებს გადასცემს.

მისი თქმით, დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილებაა, რომ კვლავაც გააგრძელებს არხის ფინანსურ დახმარებას.

"ცხადია, ჩვენ ვგრძნობთ ანგარიშვალდებულებას, პირველ რიგში, ჩვენი მაყურებლის და საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, მინდა მეტი სიცხადე შევძინო იმ განცხადებას და უფრო კარგად განვმარტო, რათა კითხვები, რაც გაჩნდა იყოს პასუხგაცემული ჩვენი მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ფორმულა დაფუძნდა ფორმულა კრეატივისა და დავით კეზერაშვილის პარტნიორობის შედეგად, 49%-ს ვფლობდით ჩვენ, ხოლო 51%-ს ფლობდა დავით კეზერაშვილი. დღეს მან მიიღო გადაწყვეტილება, ცხადია ჩვენთან კონსულტაციების შედეგადაც, მისი გადაწყვეტილებით, ის წილის ნახევარს გადასცემს "ფორმულას" კოლექტივს და ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში იქნა მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, აქ დასაქმებულმა ყველა ადამიანმა იცის, "ფორმულას" სარედაქციო პოლიტიკას განვსაზღვრავდი მე, როგორც არხის გენერალური დირექტორი, მენეჯმენტი, ასევე ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც აქ მუშაობს, ამის გარდა, გვინდა დამატებითი იურიდიული ჩარჩოც იქნას შექმნილი იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მერე გამორიცხული იყოს ერთი დამფუძნებლის მხრიდან კომპანიაში საკონტროლო წილის ფლობა ან ერთპიროვნულად სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობაც კი.

25% გადაეცემა ფორმულელებს, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კარგად იცნობთ ეკრანებიდან და იქნებიან ადამიანები, რომლებიც არიან ხოლმე, დგანან კადრს მიღმა, თუმცა უზარმაზარ როლს თამაშობენ იმაში, რომ "ფორმულა" იყოს ეთერში, მაუწყებლობდეს იმ ფორმით, რითაც მაუწყებლობს, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო და ამის გამოცდილება არ არსებობს, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ზუსტი მოდელი და არ ვიცით ადამიანების ზუსტი სია, თუმცა კიდევ ვამბობ, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, შესაბამისად, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, მაგრამ პრინციპი იქნება ისეთი, რომ პროცესი იქნება ინკლუზიური, მასში დამფუძნებელი გახდება ბევრი ადამიანი და ეს ადამიანები შექმნიან ორგანიზაციას, სადაც ისინი აირჩევენ თავმჯდომარეს, იმ ადამიანს, ვინც იქნება წარმოდგენილი ფორმულას მმართველ ორგანოში და ფორმულებების პოზიცია იქნება ყველა დონეზე გაჟღერებული და გათვალისწინებული.

დღეიდან, ვერცერთი ერთი ცალი დამფუძნებელი ვეღარ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არხზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ "ფორმულას" აქამდეც ჰქონდა სარედაქციო პოლიტიკა, ეს ნაბიჯი კიდევ ერთ დამატებით იურიდიულ გარანტიასაც შექმნის, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა იქნება ხელშეუხებელი და მას კვლავაც განსაზღვრავენ ის ადამიანები, ვინც უნდა განსაზღვრავდეს სარედაქციო პოლიტიკას.

ფინანსურად მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში არცერთი არხი არ არის თვითკმარი და გამონაკლისი არც ფორმულა არ არის, შესაბამისად, დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილება არის ის, რომ კვლავაც გააგრძელებს არხის ფინანსურ დახმარებას, დეფიციტს, რომელიც არის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, ის კვლავ გააგრძელებს ამ ხარჯების შევსებას ტელეკომპანიისთვის. შესაბამისად, ამ დეტალებზე კიდევ უფრო მეტი სიცხადით, მეტ დეტალს მოგიყვებით უკვე დღესაც, თამარ ბაღაშვილის "ღამის კომენტარში", სადაც "ფორმულას" დამფუძნებლები და "ფორმულას" სახეები იქნებიან ეთერში ჩემთან ერთად, იქაც მოვყვებით, განვმარტავთ და ზოგადად, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, პროცესში გვინდა ჩაერთონ ყველა სუბიექტები, ვინც დაინტერესებულია იმით, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი მედია, ისმოდეს კრიტიკული აზრი, შესაბამისად, გავმართავთ კონსულტაციებს როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე ცხადია ინფორმაციას მივაწვდით საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს და პროცესი იქნება გამჭვირვალე, შესაბამისად სიახლეებსაც გაგაცნობთ იმ წამში, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა ზუკა გუმბარიძემ, რომლის განცხადებასაც ტელეკომპანია ავრცელებს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ