თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „პუბლიკის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ზურაბ ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მას ბრალად ედებოდა წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.