გურამ მაჭარაშვილი ხათუნა სამნიძეს - საგამოძიებო კომისიის თეორიულად შექმნის შემთხვევაში, თუ აპირებთ კელი დეგნანის, ოქროს მოწმის დაბარებას?

საგამოძიებო კომისიის თეორიულად შექმნის შემთხვევაში, თუ აპირებთ კელი დეგნანის, ოქროს მოწმის, ანუ მთავარი მოწმის დაბარებას? , - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის დაბარება საინტერესო იქნება, რადგან, მისი თქმით, საჯარო სივრცეში დასანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ, მტკიცებულებები არ არსებობს.

„აშშ-ს ელჩმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის არცერთ უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს, არც არანაირი მტკიცებულების თაობაზე აპირებს საუბარს და მისი აზრით, საჯარო სივრცეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ვერავინ ნახა, მათ შორის ვერც თქვენ. მაინტერესებს, ამ კომისიის თეორიულად შექმნის შემთხვევაში, თუ აპირებთ ამ ოქროს მოწმის, ანუ მთავარი მოწმის დაბარებას კომისიაში, რომელიც წინასწარ აცხადებს, რომ არ აპირებს თანამშრომლობას და არცერთი მტკიცებულებასთან დაკავშირებით საუბარს, არცერთ უწყებასთან. საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, რადგან საჯარო სივრცეში არაფერი არ არის, თორემ ამას თქვენ ვერავინ დაგასწრებდათ და იტყოდით. მეორე მხრივ, ვინც თქვა რომ რაღაც მტკიცებულებები არის, ის არცერთ უწყებასთან არ აპირებს თანამშრომლობას“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის